ინტერნტეში საფრანგეთის სანაპიროზე გადაღებული ფოტომასალა გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს, როგორ აიძულებს საფრანგეთის პოლიცია ქალს ბურკინის გახდას. ფოტოები სოციალურ ქსელებსა და უცხოურ გამოცემებში აქტიურად ვრცელდება. საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნულ ფაქტს გმობს და მას პიროვნულ შეურაცხყოფად მიიჩნევს, ნაწილი კი, საფრანგეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის ხელისუფლებამ ბურკინის ტარება აკრძალა, რაც ბოლო დროს ტერორისტული აქტების გახშირებამ გამოიწვია.
როგორც ცნობილია, სანაპიროზე ბურკინის ტარება ისჯება ფულადი ჯარიმით. გავრცელებულ ფოტომასალაში, ჩანს როგორ იხდის ქალბატონი ბურკინს და როგორ წერს პოლიციის თანამშრომელი ჯარიმის ქვითარს.