თუ ოლიმპიურ თამაშებს თვალს ადევნებთ, ალბათ დარწმუნდით, რომ როგორც გაარეკლამეს ეს მედლები მართლაც დამზადებულია ოქროსგან, ვერცხლისგან და ბრინჯაოსგან, მაგრამ თუ უშუალოდ მედლების ხარისხსა და მასალას შევეხებით, ნახავთ, რომ სიტუაცია იმაზე რთულია ვიდრე წარმოგვედგინა.
ოქროს მედლების გადაცემა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის შესაძლოა ფინანსურად არც ისეთი მარტივი იყო, ამიტომ არ არის გასაკვირი თუ კომპრომისზე წავიდნენ და თანხის დაზოგვის მიზნით, მედლებს სხვადასხვა ლითონებიც გაურიეს.
ოლიმპიადაზე ოქროს მედლები, 1912 წლის, სტოქჰოლმში გამართული ოლიმპიადის შემდეგ, 100%-ით ოქრო აღარ ყოფილა. ისინი ძირითადად მზადდება ვერცხლისგან და იფარება ოქროს თხელი ფენით. ყველაზე სუფთა მედალი, ეს გახლავთ ვერცხლის, რომელიც არ შეიცავს სხვა ლითონის დანამატებს, შემდეგ მოდის ბრინჯაო, რომლის შემადგენობაში გვხვდება თუთიაც.
ოლიმპიური მედლების შემადგენლობა ასეთია:
ოქროს მედალი
ვერცხლი - 98.8%
ოქრო -1.2%
ვერცხლის მედალი
ვერცხლი - 100%
ბრინჯაოს მედალი
სპილენძი - 95%
თუთია - 5%
ოლიმპიადებზე, მედლების ქიმიური შემადგენლობა ყოველთვის იცვლებოდა, მაგალითად: 2012 წლეს, ლონდონის ოლიმპიადაზე, ოქროს მედალი შედგებოდა მხოლოდ 1% ოქროსგან, 92% ვერცხლისგან და 7% სპილენძისგან. ამჟამაინდელი ოქროს მედლების ღირებულება, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, დაახლოებით $565 დოლარია. მაშინ, როდესაც ნამდვილი ოქროს ღირებულება იქნებოდა $21.200 დოლარამდე.
წლევანდელ ოლიმიადაზე ყველაზე პატიოსანი ვერცხლის მედალი აღმოჩნდა, ის 100%-ით ვერცხლია. განსხვავებით 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადისგან, სადაც ვერცხლის მედალი შედგებოდა 93% ვერცხლისგან და 7% სპილენძისგან.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს რიოს თამაშებზე ეს უკანასკნელი 95% სპილენძსა და 5% თუთიას შეიცავს, მაშინ როდესაც 2012 წლის ლონდონის თამშებზე კომპოზიცია ოდნავ განსხვავებული იყო, მაშინ ბრინჯაოს მედლის შემადგენლობაში 97% სპილენძი, 2.5% თუთია და 0.5% კალა შედიოდა.