სამი კვირის წინ მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული სპოტსმენის გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა დამძიმდა. მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ თურქეთში გამგზავრება და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, რისი ფინანსური საშუალებაც ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს.
ოჯახის დასახმარებლად შეიქმნა შესაბამისი საბანკო ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ოჯახს ფინანსური დახმარება გაუწიოს.
„მოგმართავთ თხოვნით! სამი კვირის წინ მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, ნუცას და გიოს სასწრაფოდ ესაჭიროებათ სტამბულის საავადმყოფოში გადაყვანა, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გთხოვთ მიიტანოთ გულთან ახლოს და დავეხმაროთ ყველა ერთად, ვისაც როგორ შეგვიძლია.“ - წერს სოციალურ ქსელში ანუკა ქებურია.
საქართველოს ბანკი ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800
მიმღები: დავით ლომინაძე
ან დარეკოთ ნომერზე: 0901701140
ზარის ღირებულება 1 ლარი
შეგახსენებთ, რომ საზარელი ავარია 21 ივნისს, ქუთაისი- სამტრედიის გზაზე მოხდა. ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე შეეწირა.
მორაგბე მეკო კვირიკაშვილი გადარჩა, მისი მეუღლე კი, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ამჟამად მძიმე მდგომარეობაში არიან გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე.