საბავშვო „ახალი ტალღა 2016“ - სულ რამდენიმე დღეში დაიწყება და 11-დან 13 აგვისტომდე, ყირიმში, ბავშვთა ცენტრ „არტეკში“ ჩატარდება.
წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს, მათ შორის საქართველოც და აფხაზეთიც. საბავშვო „ახალ ტალღაზე“ საქართველოს, ევროვიზიის მონაწილე კონკურსანტი, ლიზი ჯაფარიძე, იგივე Lizi Pop წარადგენს, ხოლო აფხაზეთის სახელით კონკურსზე 12 წლის მილენა ბარციცი წარსდგება.
წლევანდელი კონკურსანტი ქვეყნები არიან: სომხეთი, ბელარუსი, რუსეთი (4 კონკურსანტით), ყირგიზეთი, კორეა, ლატვია, მალტა, ყაზახეთი, "აფხაზეთი", რუმინეთი, უკრაინა (2 კონკურსანტით), საქართველო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ახალი ტალღა 2016“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს კონკურსანტი მონაწილეებს შორის ჯერ არ დაუმატებიათ.