ბოლო დროს მერსი სულხანიშვილის ცხოვრებაში, ბევრი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, რის გამოც ცნობილი ჟურნალისტი კრიტიკის მსხვერპლი გახდა. როგორც ჩანს, მომხდარმა ფაქტებმა მერსის ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა, რის გამოც, მან დროებით მონასტერში წასვლა გადაწყვიტა.
„ნებისმიერი ადამიანი სცოდავს, არც მე ვარ გამონაკლისი. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ბევრ რამეს აანალიზებ და ხვდები, რომ შეგეძლო უკეთესადაც გეცხოვრა. ახლა ალბათ ამის დროა. ცოტა ხნით მონასტერში წავედი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მრავალ დამდეგ მარიამობას დაესწარით“, - წერს მერსი სოციალურ ქსელში.