ოლიმპიადის გამარჯვებული, ამერიკელი მშვილდოსანი ბრედი ელისონი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ მშვილდის სროლაში სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა, მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი, ჰოლივუდელი მსახიობის, ლეონარდო დიკაპრიოს საოცარი მსგავსება გახდა.
„ლეონარდო დიკაპრიომ მშვილდის სროლაში ივარჯიშა“ - ამ სათაურით ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა და ოლიმპიელისა და მსახიობის საოცარ მსგავსებას გაუსვა ხაზი.
სპოტსმენისა და მსახიობის მსგავსება, სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვისაც იქცა განხილბვის თემად, ზოგი მსგავსებას ვერ ხედავს, ზოგს კი, მიაჩნია, რომ ლეოს ჰოლივუდში მალე კონკურენტი გამოუჩნდება.