ჟურნალისტი და მსახიობი იუნა შაფათავა, ამჯერად „ბოლივუდური“ სიყვარულის თავბრუდამხვევი ისტორიის კინოეკრანიზაციაში აღმოჩნდა.
როგორც იცით, ბოლო პერიოდის განმავლობაში „ბოლივუდი“ საქართველოში ფილმის წარმოებით აქტიურად დაინტერესდა და რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინდური ფილმების გადაღება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.
ერთ-ერთ „ბოლივუდურ“ მუსიკალურ კლიპში, რომლის ძირითადი ნაწილიც საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული, იუნა შაფათავაც მონაწილეობს, ამჯერად ქართველ სექსსიმბოლოს საკმაოდ სახასიათო როლი შეხვდა. იუნამ ძალიან ლამაზად გადაღებულ ეროტიკულ სცენებს თავი პროფესიონალურად გაართვა.