შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, დათა მღებრიშვილი, ბათუმში გარდაიცვალა. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, გარდაცვალების მიზეზი ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შესვლა გახდა, რა დროსაც ახალგაზრდას გული გაუსკდა.
მომღერალ ლიზა ყენიასთვის ეს ამბავი რთული გადასატანი აღმოჩნდა, ის სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებდა მეგობრის ფოტოებს და მისი გარდაცვალების გამო ძალიან წუხდა.
გუშინ, ლიზამ Instagram-ზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ახალი ტატუ უჩანს. მომღერალს ხელზე გარდაცვლილი ახალგაზრდას ინიციალები აქვს დაწერილი.