ბათუმში, 19 წლის დათა მღებრიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზამ ახალი დეტალები გაამხილა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილებოდა თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსია, რაც დათამ სიყვარულის გამო ჩაიდინა. გამოძიებაც სწორედ, 115-ე მუხლით იყო დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 19 წლის დათა მღებრიშვილს ზღვაში ცურვისას გული გაუსკდა. დათა მღებრიშვილი ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.