რუსეთის მორაგბეთა კლუბმა, Енисей-СТМ-მა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც კლუბის კაპიტანი, ქართველ მორაგბეს მერაბ კვირიკაშვილს მეუღლის გარდაცვალებას უსამძიმრებს. რუსმა მორაგბეებმა კვირიკაშვილის მეუღლეს, ანანო ბუაძეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
"მერაბ, ჩვენ ვიცით, რა უბედურებაც დაგატყდა თავს... ვხვდებით, რომ ვერანაირი სიტყვები შეგიმსუბუქებს ტკივილს, მაგრამ იცოდე, რომ მარტო არ ხარ. ჩვენ შენთან ვართ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი მეუღლე. ძლიერი უნდა იყო, შენ შვილები გყავს. ყველაფერი კარგად იქნება.“ - ამბობს კლუბის კაპიტანი და მორაგბეები