2016 წლის 29 აგვისტოს, ბათუმში კორტების ტერიტორიაზე რუსული როკ-ჯგუფის Звери-ს კონცერტი გაიმართება. ცნობილი რუსული ჯგუფი საქართველოში კონცერტს პირველად გამართავს და შეასრულებს მსმენელისთვის ყველა ნაცნობ და რამდენიმე ახალ სიმღერებს.
Звери-ს ბოლო ალბომი Страха нет გაყიდვაში გამოვიდა 2016 წლის პირველ მარტს და მალევე გახდა მუსიკალური ჩარტების ლიდერი. ეს არის ჯგუფის რიგით მე-13 ალბომი.
ჯგუფის სახელს უკავშირდება რამდენიმე ჰიტი, როგორებიცაა: До скорой встречи, Дожди-пистолеты, Напитки покрепче, Рома извини და ა.შ.
კონცერტის ბილეთები შეგიძლიათ შეიზინოთ საიტზე www.tkt.ge