დაუვიწყარი სანახაობა, ისტორიული აღმოჩნდა ანსამბლ „ბათუმისთვისაც“. რესტორანში მომღერლისთვის მიძღვნილი სიმღერა, Black Sea Arena-ზე გაგრძელდა და სპეციალურად პოპვარსკვლავის მიწვევით ანსამბლმა „ბათუმმა“ ათიათასამდე ადამიანს უმღერა.
„არაჩვეულებრივი შოუს შემდეგ, ჩვენ საქართველოდან უკან ვბრუნდებით. მიყვარხართ და მადლობა ჩემს გუნდს, რომელიც ამ ყველაფრის შექმნაში მეხმარება“ - ასე გამოეხმაურა კრისტინა აგილერა საქართვერლოში გამართულ კონცერტს და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.