კრისტინა აგილერა ორმოცკაციან ჯგუფთან ერთად ბათუმში, სასტუმრო Hilton-ში დაბინავდა.
შეგახსენებთ, მომღერალი 30 ივლისს შეკვეთილის Black Sea Arena-ზე გრანდიოზულ კონცერტს გამართავს, მანამდე კი, მომღერალმა და მისმა ჯგუფის წევრებმა ქართული კერძები დააგემოვნეს და ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერა მოისმინეს.
კრისტინა აგილერას მოცეკვავეებიდან ერთ-ერთი Instagram-ზე ვიდეოს აქვეყნებს. ქართული სიმღერით აღფრთოვანებული ქორეოგრაფი, დომინიკ დომინგო ემოციებს ვერ მალავს:
„როდესაც სადილი მსოფლიოში საუკეთესო სერენადით გვირგვინდება, რომლის მსგავსიც არასდროს გსმენია. ამ ვიდეოს ობექტურად ვერ შეაფასებთ. იქ უნდა ყოფილიყავით, იმ ოთახში და გეგრძნოთ ის ვიბრაცია, რომელიც მათგან მოდიოდა, არაამქვეყნიური ნამღერი იყო. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან, მაგრამ ისინი სხვა სამყაროს ეკუთვნიან" - წერს დომინიკი Instagram-ზე.
პოპვარსკვლავის მოცეკვავეებმა, ბათუმის ქუჩებშიც გაისეირნეს და საკუთარი ემოციები სოციალური ქსელის დახმარებით ფანებს გაუზიარეს.