ივენთ მენეჯმენტ კომპანია Funday entertainment - ის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 12 სექტემბერს, 20:00 საათზე ცნობილი ნიგერიელი არტისტის Nneka-ს კონცერტი სახელწოდებით Walking to Tbilisi ფილარმონიაში გაიმართება.
ნეკა ლუსია ეგბუნა დაიბადა და გაიზარდა ნიგერიაში. 19 წლის ასაკში გადავიდა გერმანიაში და დაიწყო სწავლა ჰამბურგის უნივერსიტეტში. ამ პერიოდიდან Nneka იწყებს აქტიორ მოღვაწეობას როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი. Nneka მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე რეგულარულად გამოდის ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან Roots, Gnarls Barkley, Nas და Damian Marley. იგი აღიარებულია 2009 წლის საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლად. 2010 წელს მან ჩაწერა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილი სიმღერა Viva Africa. ჰიპ-ჰოპის ლეგენდა NAS მას უწოდებს "საოცარ" და "შეუდარებელ არტისტს".
Sunday Times-მა მას ახალგაზრდა ლორენ ჰილი შეარქვა და Nneka-ს სადებიუტო ალბომი ლორენ ჰილის ალბომს The Miseduction of Lauryn Hill შეადარა.
მრავალ საერთაშორისო ნომინაციაში გამარჯვებული Nneka 2015 წლიდან უკვე ახალი ალბომით, "My Fairy Tales" წარსდგა მსმენელის წინაშე. My Fairy Tales გამოირჩევა რეტრო გრუვის სტილით, რათქმაუნდა ტრადიციული ავთენტური აფრო-გრუვის ელემენტებით და რუთს რეგის რითმიკით.
Nneka ძალიან პოპულარული არტისტია საქართველოში და მის ვიდეოებს ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ქართველის გამოხმაურება აქვს. გამორჩეულია სიმღერა Walking, რომლის ცოცხლად შესრულების ვიდეოს 5 მილიონამდე ნახვა აქვს და კომენტარების თითქმის 90% ქართველი მსმენელისაა. სიმბოლურია, რომ პროექტსაც სწორედ Walking to Tbilisi ჰქვია.