როდესაც ოლიმპიადის მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა დელეგაციები გეზს რიო-დე-ჟანეიროსკენ აიღებენ, მათი პირველი დანიშნულების ადგილი, ოლიმპიური სოფელი Barra da Tijuca იქნება. რიო 2016-ის ოფიციალურ ვებგვერდის ინფორმაციით, ოლიმპიური და პარაოლიმპიური სოფელი, რომელიც ბრაზილიაში სპეციალურად რიო 2016-სთვის აშენდა, სპორტსმენებს მაქსიმალურ კომფორტსა და ყველა საჭირო პირობას შესთავაზებს, მაგრამ როგორც ჩანს, სპორტსმენები სხვანაირად ფიქრობენ.
ავსტრალიის ოლიმპიურმა ნაკრებმა რიოს ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებაზე უარი განაცხადა. დელეგაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აპარტამენტები საცხოვრებელ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ავსტრალილთა აზრით, გაუმართავია სანტექნიკა და ელექტროგაყვანილობაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიური გუნდი სპორტული ღონისძიებების გამართვის ადგილებთან ახლოს მდებარე სასტუმროებში განთავსდება.
ოლიმპიურ სოფელში საკუთარი ადგილები უკვე ქართველებმაც დაიკავეს და საცხოვრებელი კორპუსის აივნებზე საქართველოს დროშები გამოფინეს. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა საცხოვრებელი პირობებით ქართველი ოლიმპიელები კმაყოფილები.
ოლიმიურ სოფელს სულ 17.950 ადამინის მასპინძლობა შეუძლია და მთლიანი მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების პირებზეც. კომპლექსის მშენებლობაზე დაახლოებით 18.000 ათასი ადმინი მუშაობდა და ჯამში 430 ათასი კუბური მეტრი ბეტონი იქნა გამოყენებული. ოლიმპირ სოფელში შენობების სახურავი დაფარულია მწვანე საფარით, რაც შენობებში ამცირებს სითბოს და სიგრილის მაღალ გარანტიას იძლევა, ასევე აპარტამენტებში ცხელი და ცივი წლის უზრუნველჰყოფას მზის ენერგიაზე მომუშავე სპეციალური მოწყობილობები იძლევა.