მომღერალი დათო ხუჯაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ერთი თვის წინ მომხდარ ჩხუბზე წერს. მომღერალი მომხდარ ფაქტში მონაწილე პიროვნებეBს მიმართავს და მათ თავის გახეთქვით ემუქრება.
„ერთი თვის წინ მომივიდა ჩხუბი სამ „ტიპთან“. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რის გამო მოხდა. ვის არ უჩხუბია, მაგრამ ეგ კიდევ განმეორდა რამდენჯერმე და მინდა ვუთხრა, რომ უკვე 1-1-ია. მაინტერესებს, როგორ გრძნობს თავს ერთ-ერთი მათგანი და შემდგომში უკვე 2-1 იქნება ჩემს სასარგებლოდ. თავებს დაგიხეთქავთ! თუ კაცები ხართ, პირდაპირ მოდით და არა უკნიდან, მაგრამ მაგდენი კაცობა სად გაქვთ?!“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.