საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ის და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიელებისთვის შექმნილ სამოსში არიან გამოწყობილნი.
მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველ სპორტსმენებს წარმატებას უსურვებენ. "გამარჯვება ქართველო ოლიმპიელებო!“, - წერს მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიელებისთვის შექმნილმა სამოსმა, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა და კრიტიკის თემა გახდა. პრეზიდენტისა და პირველი ლედის ეს ქმედება კი, ოლიმპიელებისათვის, შესაძლოა ძალიან ძლიერ სტიმულად იქცეს.