„როდესაც საქართელოს სახელი გადის საზღვრებს გარეთ, სულ მცირე, ესკიზზე მაინც უნდა გამოცხადდეს კონკურსი, რომ ხალხის უმრავლესობის აზრიც იყოს გათვალისწინებული! სხვა შემთხვევაში, დიზაინერი კოლექციის შექმნისას, როგორ აიღებს ნაციონალურ მოტივებს და როგორ დაამუშავებს, ეს მისი საქმეა. ჩვენ უკუღმართობა გვჭირს - როცა დისკუსია უნდა იყოს, რა როგორ გაკეთდეს, ყველაფერი გასაიდუმლოებულია და როცა უკვე აღარაფერი ეშველება, მერე გვიწევს ყვირილი!“ - წერს დიზაინერი.