საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სპორტსმენები მერაბ კვირიკაშვილი და "ლელოს" წევრი გიორგი ლომინაძე მძიმე ავარიაში მოყვნენ. შემთხვევის დროს მათთან ერთად მათი მეუღლეებიც იმყოფებოდნენ. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. მერაბ კვირიკაშვილი თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის მრავლობით ტრავმებით სამტრედიის საავადმყოფოში მოათავსეს.
ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. დაშავდა ოთხი პიროვნება. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
სოციალურ ქსელში მორაგბეებისათვის სისხლის ჩაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თავად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სისხლის დეფიციტი არ არსებობს. მან დაადასტურა, რომ სისხლის ყველა საჭირო პროდუქტი ადგილზეა და მართვის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა დეფიციტი.