Black Sea Jazz Festival-ის Line Up-ში ცვლილებები მოხდა, 23 ივლისს დაგეგმილი ქრის ბრაუნის კონცერტი გაუქმდა, სცენას კი, მის ნაცვლად ამერიკელი რეპერი ბასტა რაიმსი დაიკავებს.
Black Sea Jazz Festival-ის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირბით სპეციალური განცხადება გაავრცელეს:
"23 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი პოპვარსკვლავის ქრის ბრაუნის ნაცვლად კონცერტს ცნობილი ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამართავს.
ქრის ბრაუნი ბათუმს თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ სტუმრობს. კომპანია "ისთერნ პრომოუშენსის" დიდი ძალისხმევის შედეგად, ერთ დღეში გაფორმდა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს საათნახევრიანი პროგრამით წარდგება.
- ქრის ბრაუნის კონცერტზე დასასწრები ბილეთით მსმენელი შეძლებს ბასტა რაიმსის კონცერტზე დასწრებას." - ნათქვამია განცხადებაში.