ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი იგივე "როსტო" და მსახიობი ლაშა კურტანიძე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა სასამართლოში დასაკითხ პირთა სია წარადგინეს და გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობები დააყენეს. ორივე მათგანს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
ჯერჯერობით განცხადება არცერთ მათგანს არ გაუკეთებია. სოციალურ ქსელში სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მსახიობისა და ტელეწამყვანის გულშემატკივრები დადებითად აფასებენ და ბიჭებს წარმატებებს უსურვებენ.