თუ აქამდე სილამაზის კონკურსები მხოლოდ 90/60/90 სტანდარტებს ითხოვდნენ, 21-ე საუკუნეში ყოველგვარი მსგავსი სტერეოტიპი მსხვრევისთვისაა განწირული. ბევრი ქალბატონის ე.წ. სისუსტე, მძიმე წონა დიზაინერმა იულია მორგუნოვამ ნამდვილ იარაღად აქცია და საქართველოს სახელით Top Of The World Plus Size 2016-ის კონკურსზე, მოდელის ამპლუაში წარსდგა, სადაც გაიმარჯვა და საქართველოს ვიცე მისის ტიტული მოუტანა.
მსოფლიოს 25 ფუმფულა ქალბატონს შორის, სქართველოს წარმომადგენელი თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა და ხანგრძლივი ნერვიულობისა და შესარჩევი ტურების შემდეგ, სამშობლოში დიადემით დაბრუნდა.
Top Of The World Plus Size 2016 წლის გამარჯვებული კი, სინგაპურის წარმომადგენელი ქალბატონი, ტან სი მინ ფიონა გახდა.