ანტონიო ბანდერასი, როგორც ჩანს, მოდამ სერიოზულად გაიტაცა, შარშან მან ერთ-ერთ ელიტურ დიზაინერულ სკოლაში Central Saint Martins სწავლა დაიწყო, მაისში ხელი მოაწერა კონტრაქტს ბრენდ Selected-თან და მამაკაცებისთვის სამოსის კოლექცია შექმნა, ახლა კი, ცნობილი ხდება, რომ სულ მალე ის ფილმში ცნობილ დიზაინერს ჯანი ვერსაჩეს განასახიერებს. ფილმის რეჟისორი დანიელი ბილე აუგუსტი იქნება.
სურათის გადაღებები დეკემბერში, მილანში დაიწყება, შემდეგ გადამღები ჯგუფი რეჯო-კალაბრიასა და მაიმიში გადაინაცვლებს, ჯანი ვერსაჩე სწორედ მაიმაიში მდებარე საკუთარ სახლში მოკლეს.