გუშინ, ჟურნალ OK!-ს ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გოდერძი ჩოხელის შვილის ნიკა ჩოხელის დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მხატვრებმა, მოქანდაკეებმა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და კერძო კოლექციონერებმა მიიღეს, მათ საქველმოქმედო საღამოსთვის უსასყიდლოდ 30-მდე ნივთი წარმოადგინეს, მათ შორის წარმოდგენილი იყო გოდერძი ჩოხელის ხელნაწერი ლექსები და შეზღუდული რაოდენობით გამოცემული კრებულები. საქველმოქმედო საღამო მუსიკალურად კომპოზიტორმა დათო ევგენიძემ გააფორმა.
საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად ნიკა ჩოხელის დასახმარებლად შესაბამის ანგარიშზე გადაირიცხება.
გთავაზობთ ქველმოქმედი კომპანიების შემოწირულობებისა და კერძო პირების მიერ გაღებული თანხების ზუსტ ჩამონათვალს:
ტურიზმი და დასვენება
1. „ლოპოტა სპა რეზორტი“ - 300 ლარი - ლელა ციხისელი
2. „შატო მერე“ - 300 ლარი - ლიკა ევგენიძე
3. სასტუმრო „მარკო პოლო“ - 200 ლარი - ნინო ბედელაძე
4. „ვარძია რეზორტი“ - 250 ლარი - ნატა გოგოლაძე
ხელოვნება
5. ქეთი მატაბელის კომპოზიცია - 310 ლარი - მაკა გვრიტიშვილი
6. „ზარაფხანას“ სუვენირი „სვანეთი“ - 150 ლარი - ნინო გოგინაშვილი
7. იური გეგეშიძის ტილო ნიკოლოზ ნათენაძის კოლექციიდან - 230 ლარი - თამარ ტალიაშვილი
8. ბრინჯაოს ქანდაკება - ავტორი ლევან ბუჯიაშვილი - 350 ლარი - ზურაბ გაბინაშვილი
9. ბრინჯაოს ქანდაკება - ავტორი თამარ კვესიტაძე - 250 ლარი - მაია კოკაია
10. ბრინჯაოს ქანდაკება - ავტორი ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა) - 250 ლარი - მაკო ბურდული
ოჯახისთვის
11. ხელით მოხატული ხის დაფა სახელოსნო „ესტიასგან“ 100 ლარი - მარი მილორავა
12. დასადგამი სანათი „ახალი ნათებისგან“ - 160 ლარი - ნათია ქემაშვილი
13. ჟურნალის მაგიდა „ლაბორატორია ჩემი სახლისგან“ - 250 ლარი - ნათია ჯინჯოლავა
14. გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული - 100 ლარი - სალომე ზურაბიშვილი
15. ყველის საწური ბადის ასლი ანა მიქაძისგან - 150 ლარი - გიორგი შარაშიძე
16. ყველის ამოსაყვანი - 50 ლარი - მარიკა დარჩია
17. იშვიათი ჩამოსხმის ღვინო ჩხავერი „ლუკასი ვაინერისგან“ - 150 ლარი - ეკა გრიგალავა
18. პროფესიონალური ფოტოსესია „LIG Studio“ - 50 ლარი
თავის მოვლის საშუალებები და პარფიუმერია
19. თმის მოვლის საშუალებების კომპლექტი, სალონი-სტუდია KEUNE - 150 ლარი - თეა გოცაძე
20. სუნამო CK2, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“ - 150 ლარი - ნანა ბუხრაშვილი
21. ბრენდ Hyalual-ის Anti-Age თავის მოვლის ნაკრები: სპრეი, სახისა და თვალის ნიღაბი - 100 ლარი - კატერინა ჩიგანოვა
22. მარიკა დარჩიას კოლექციიდან მინიატურა პარიზი - 50 ლარი - ხატია შამუგია
23. მარიკა დარჩიას კოლექციიდან მინიატურა პრაღა - 70 ლარი - ლევან ვაშაკიძე
გოდერძი ჩოხელის ოჯახის პირადი კოლექციიდან
24. ხელნაწერი: - 300 ლარი - ნინო ნიაური
25. ხელნაწერი: - 300 ლარი - ლიკა მერაბიშვილი
26. წიგნი გოდერძი ჩოხელის ავტოგრაფით - 350 ლარი - მაია კოკაია (წიგნი დაუბრუნა ოჯახს)