მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია GDS-მა ქართულ სატელევიზიო დრამებზე მუშაობა დაასრულა, რეჟისორს შტატებში გამგზავრება მოუწია. როგორც ჩანს, სამსახურის ძიებამ ქართველებისთვის თანამდეროვე ქართული ფილმის შემქმნელი რეჟისორი მშენებლობამდე მიიყვანა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა, ლევან დაბრუნდაშვილის ფოტოებმა, ბევრ ადამიანს გული დასწყვიტა და მწუხარება გამოთქვეს იმის, გამო, რომ ქართველ ნიჭიერ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ არ აფასებენ.
შეგახსენებთ, ჟურნალ OK!-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ლევან დაბრუნდაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოცნება იყო „ტიფლისისა“ და „ქერჩის“ შემდეგ მუშაობა „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციაზე დაეწყო.
„2016 წლის ბოლოს, თუ გამიმართლებს და ჩემი ნამუშევრებით დავამტკიცებ, რომ კარგი პროდუქტის დადება შემიძლია, ჩემს ჯგუფთან ერთად ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ. ვგეგმავ, გავაკეთო ჩემი ოცნების პროექტი „ვეფხისტყაოსანი“. ოღონდ, ეს არ იქნება ზუსტად ის, რაც წიგნში წერია. ეს იქნება ზღაპარი. ვფიქრობ, რომ სიუჟეტში, ძირითადად, ბოლო ეპიზოდს - „ქაჯეთის ციხის“ აღების სცენას გავაცოცხლებ“, - განაცხადა ლევანმა.
რამდენად მოახერხებს ხელოვანი საკუთარი ოცნების ასრულებას, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ ფაქტი ერთია - არსებობისთვის ბრძოლაა საჭირო! თუნდაც, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.