ამერიკის კინოაკადემიამ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს მიმართა თხოვნით შეირჩეს 2016 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კანდიდატი ფილმის ასარჩევად განაცხადების მიღებას.
განიხილება ფილმები, რომლებიც აკმყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:
• 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის ვადაში უწყვეტად იდგა/დადგება კინოთეატრში;
• აღნიშნულ ფილმს გააჩნდა ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
• ფილმს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში.
• ფილმი, მის სათეატრო პრემიერამდე, არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;
• ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები და/ან რეზიდენტები;
განცხადებების მიღება 2016 წლის 30 ივლისს დასრულდება რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რომელი ქართული ფილმი წარადგენს საქართველოს ოსკარზე.