საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბაბუა გახდა. აღნიშნული ინფორმაცია, თავად პრეზიდენტმა საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე გაავრცელა.
„ერთი საათის წინ შემეძინა შვილიშვილი! უზომოდ ბედნიერი ვარ! ჩემს პატარა გოგონას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ერთიან საქართველოში ცხოვრებას!“- წერს გიორგი მარგველაშვილი.
როგორც ცნობილია ანა მარგველაშვილს გოგონა შეეძინა. ჯერჯერობით უცნობია, რა დაარქვეს ბავშვს.
ანა მარგველაშვილი და გიგი ჩიჩუა უკვე ორ წელზე მეტია დაოჯახდნენ. ყურადღება კი, ამ ახალგაზრდა წყვილის მიმართ დღითიდღე იზრდება, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის, რადგან მათ იმდენად არ უყვართ ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ინტერვიუების ჩაწერა, რომ საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი კვლავ უცნობი რჩება.