პორტუგალიის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივრების საზეიმო სეირნობა პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა.
ელისეის მინდვრებზე თავიდან გულშემატკივრები მშვიდად იქცეოდნენ და ნაკრების გამარჯვებას დროშების ფრიალითა და შეძახილებით აღნიშნავდნენ, თუმცა, მოგვიანებით პიროტექნიკის გაშვება დაიწყეს, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია კვამლმა მოიცვა. სამართალდამცველებს კი ბოთლები დაუშინეს.
პოლიციამ ფანები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ხელკეტების საშუალებით დაშალა.