თბილისის ქუჩებში, ალბათ ხშირად შეხვედრილხართ ბაიკერ ბიჭებს და მანქანის საჭესთან მსხდომ ქალბატონებს, მაგრამ მოტოციკლისტი ქალის დანახვა ჩვენს ქალაქში ჯერ მაინც უცხო ხილია. მიუხედავად არატენდენციურობისა, ქალაქის ქუჩებს მანდილოსანი ბაიკერები მაინც ამშვენებენ და ამის ნათელი მაგალითი OK!-ს მთავარი რედაქტორი ოლგა ბაბლუანი და მისი საუკეთესო მეგობარი, Popiashvili Gvaberidze Window Project-ის თანადამფუძნებელი და დიზაინ -კონსულტანტი თამუნა გვაბერიძე არიან.
„ხომ გაგიგიათ სულიერი მეგობარი? რომელსაც უფრო დიდხანს იცნობს სული, ვიდრე ფიზიკური სხეული. სწორედ ეს შემიძლია ვთქვა ოლგაზეც, ჩვენი მეგობრობა, ალბათ, ჩვენზე ადრე დაიწყო, უბრალოდ, 21-ე საუკუნეში შევხვდით ერთმანეთს. საოცრად ერთგული, კეთილი, ჭკვიანი და სამართლიანია. საერთოც ბევრი გვაქვს“, - ამბობს თამარი ოლგა ბაბლუანზე.