სოციალურ ქსელში ოლგა ბაბლუანისა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ერთობლივი ფოტო ვრცელდება, რომელმაც უკვე ბევრს გაუჩინა კითხვა, თუ რა კავშირია ამ ორ უმშვენიერეს და უნიჭიერეს ქალბატონს შორის.
ოლგას შესახებ ალბათ უკვე იცით, რომ ის ქართული OK!-ს მთავარი რედაქტორი გახდა და ამიერიდან OK!-ს განახლებულ სტილსა და სუპერ ექსკლუზიურ მასალებზე სწორედ ის იმუშავებს, რაც შეეხება გვანცა სალაყაიას, ის OK! Fashion-ის მთავარი რედაქტორი იქნება. გვანცა მოდის უახლეს ტრენდებსა და კოლექციებზე ინფორმაცის სწორედ OK!-ს დახმარებით გაგაცნობთ და ძალიან საინტერესო რჩევებს მოგცემთ.
ოლგა ბაბლუანი ბაბლუანების ოჯახის პირველი შვილია. საქართველოში მის მრავალფეროვან ინტერესებსა და საქმიანობას საზოგადოება კარგად იცნობს: საავტორო კინო („ცამეტი“, „გაიღიმეთ“, „მემკვიდრეობა“), გახმაურებული გადაცემა „მშვიდობით, იარაღო“, რომლის ახალ ფორმატს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მალე იხილავს მაყურებელი... ჟურნალ „XII“-ის გამორჩეული ავტორი, ფრედერიკ ბეგბედერის მასპინძელი, ახალ კრეატიულ საქმიანობას ითვისებს. ოლგასთვის მორიგი ახალი გამოწვევა ჟურნალ OK!-ის რედაქტორობაა. ასე რომ, ეს ორი ულამაზესი ქალბატონი ამიერიდან თქვენი საყვარელი ჟურნალის შექმნაში მნიშნველოვან როლს შეასრულებს.