„კომპანია „უნიქარდის“ სახელით დაუდგენილი პირები ახდენენ მოქალაქეების პერსონალური/პირადი მონაცემების შეგროვებას.
მოქალაქეებს მივმართავთ თხოვნით, არ გასცენ პირადი მონაცემები უცხო პირებზე, რადგან კომპანია „უნიქარდი“ ამჟამად არ ახორციელებს რაიმე ტიპის გამოკითხვას. ზოგადად, კომპანია არ იყენებს მონაცემთა კარდაკარ შეგროვების მეთოდს. „უნიქარდში“ მონაცემთა შევსება მხოლოდ დაცული არხების საშუალებით ხდება: მობილური აპლიკაცია, ვებგვერდი, სატელეფონო ცენტრი ან მომსახურების ცენტრი.
კომპანიაში მიღებულია ზომები, რათა აღკვეთილ იქნას თაღლითური საქციელი, რომელიც „უნიქარდის“ სახელით ხორციელდება. მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ნომერზე 032 2555222, დატოვოთ შეტყობინება ვებგვერდზე www.unicard.ge „ონლაინ კონსულტაციის“ ფანჯარაში ან მოგვწეროთ შეტყობინება ელ.ფოსტაზე info@unicard.ge“,- ნათქვამია კომპანია „უნიქარდის“ სპეციალურ განცხადებაში.