სოციალურ ქსელში ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის და ჯგუფ Coldplay-ს სოლისტის კრის მარტინის ერთობლივი ფოტო ვრცელდება. ფოტო Facebook გვერდმა Coldplay/Official-მა გამოაქვეყნა, წარწერით „ორი შესანიშნავი შემსრულებელი“. ამ დროისათვის ფოტოს 5.000-მდე მოწონება და უამრავი კომენატარი აქვს, სადაც განსაკუთრებით ქართველები აქტიურობენ.
მოგეხსენებათ, კრის მარტინი და ხატია ბუნიათაშვილი უკვე აქტიურად თანამშრომლობენ. ქართველი პიანისტი ბრიტანულ ჯგუფს, Coldplay-ს შეუერთდა და მათ ახალ ალბომში Head fool of dreams სხვადასხვა შემსრულებლებთან ერთად უკრავს.