ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „იქს ფაქტორის“ საკუთარი ფავორიტი საჯაროდ დაასახელა და ხალხს მისი რჩეულის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ძალიან მომწონს გიგი, ცირა უხდება სცენას, გოგოები ძალიან მაგრები არიან, მაგრამ გადავწყვიტე დღეს მხარი დავუჭირო ავთო აბესლამიძეს და ჩემო ერთგულო მეგობრებო, მოგიწოდებთ იგივე გააკეთოთ თქვენც. მიზეზი რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ერთადერთია. დღეს სცენას, კონკურსებს, შოუებს აკლია ქართული სიმღერა და აკლია მომღერლები, რომლებსაც ეს კარგად გამოსდით. დაურეკეთ ავთოს ნომერზე 0 903 300 301 - ქართული სიმღერის და ჩემი ხათრით“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.