ძალიან მალე ქართველ მელომანებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდებათ. ყველასათვის საყვარელი მომღერალი სოფო ნიჟარაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომელიც სულ ცოტა ხანში დღის სინათლეს იხილავს.
მომღერალმა სოციალურ ქსელში გადასაღები მოედნიდან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც როგორც ყოველთვის, თვალისმომჭრელად ლამაზია.
როგორც ცნობილია, სიმღერა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორები კი, ირინა სანიკიძე და დათო დოიაშვილი არიან. კლიპის გადაღებები დასასრულს უახლოვდება მას რეჟისორი ზაზა ორაშვილი იღებს.