„იქს ფაქტორის“ კონკურსანტების შემდეგ, ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ნიკა გვარამიას პირადი ასტროლოგიური რუკით დაინტერესდა და მისი ხასიათისა და თვისებების უკეთ გასაგებად ვარსკვლავები დაიხმარა.
ასტროლოგმა ნიკას დაბადების დღეზე საჩუქარი გაუკეთა და მას პირადი ასტროლოგიური რუკა შეუდგინა. ვარსკვლავების ინფორმაციით, ნიკას ცხოვრებაში კიდევ ბევრი სირთულე ელოდება, მაგრამ ეს ყოველივე მას უფრო მეტად გააძლიერებს.
„ძალიან ამაყი, საკმაოდ ამბიციური ადამიანია. აქვს მოთხოვნილება აკონტროლოს გარშემო სიტუაცია და ადამიანები. ამასთან ერთად, ეს ყველაფერი კარგადაც გამოსდის. ეხერხება მართვა. საკმაოდ ატიპური კირჩხიბია, ლომისა და მორიელის დიდი გავლენით, რაც განაპირობებს მის ძლიერ ხასიათს და პრინციულობას.
საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, თვითდისციპლინირებულიც არის. არ უყვარს მთხოვნელის და დამარცხებულის როლში ყოფნა. მოსწონს, როდესაც სხვებს ეხმარება. შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭი გააჩნია. უყვარს დღესასწაულები და აქვს ტალანტი მოაწყოს სანახაობა. მისგან შესანიშნავი შოუმენი დადგებოდა. ასევე, იქნებოდა კარგი მსახიობიც. ამ მხრივ, მას შესანიშნავი გარდასახვის ნიჭი და სამსხიობო ტალანტი აქვს.
მის ცხოვრებაში იყო ბევრი დაცემა და აღზევება. მუდმივად გამოწვევების წინაშეა. ეს არის მისი კარმული პროგრამა. მოეთხოვება მეტი რისკი და ბრძოლისუნარიანობა. რაც, ვფიქრობ, რომ არც აკლია. სირთულეები მის ცხოვრებაში მუდამ იქნება, მაგრამ ეს მას მხოლოდ გააძლიერებს“, - განაცხადა ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ.