Green Room-ი და დათო ლომიძე, პოლონეთში, ევროპული კულტურის სტადიონზე სპეციალური პროგრამით წარდგნენ.
კულტურულ-მუსიკალური ფესტივალი პოლონეთში, ქალაქ ჯევშში უკვე მეოთხე წელია რაც იმართება და ყოველწლიურად 40-მდე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს. მათ შორის კონცერტებს, გამოფენებს, სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, სემინარებსა და შეხვედრებს ბესტსელერი წიგნების ავტორებთან.
„ჩვენ წარმოვადგინეთ არაჩვეულებრივი პერფორმანსი SARSA-სთან (პოლონელი მუსიკოსი) ერთად, ევროპული კულტურის სტადიონზე, ჯევშში. მადლობა ყველას, ვინ ეს პროექტი გააკეთა. პოლონეთო, ჩვენ დავბრუნდებით!“, - წერენ მუსიკოსები Green Room-ის ოფიციალურ გვერდზე.