როგორც ჩანს, უკრაინელი მსახიობის სტანისლავ ბონდარენკოს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებამ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეაშფოთა.
"ტრაკში გაიკეთეთ ეს თქვენი “უცხოელი“ გამარჯვებულები, რომლებიც ჩამოგყავთ “გამარჯვებისთვის“ და საკუთარს იმ დონემდე არ უვლით, რომ საერთოდ არაფრის კეთება აღარ უნდება“ - წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი მაია დარსმელიძე.
მაოს აღნიშნულმა პოსტმა საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია, მის ამ განცხადებას მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილიც გამოეხმაურა: „მოკლედ, საკმარისია ტ....კი დაწერო და ერი შოკშია ეგრევე. არასოდეს არ უთქვამთ და არც უნახავთ. ეს ფრთიანი ანგელოზები ესენი“, - წერს მაიკო.