41 წლის ამერიკელმა ტელეწამყვანმა ჩელსი ჰედლერმა განაცხადა, რომ მოზარდობის ასაკში აბორტი ორჯერ გაიკეთა. მან ამ თემაზე ჟურნალ Playboy-ს ჟურნალისტთან ისაუბრა. სელებრითის თქმით, ამ ისტორიის მოყოლა მას თანამედროვე პოლიტიკოსების ქმედებამ აიძულა, რომლებიც ცდილობენ ამ საკითხში ქალის არჩევანის საშუალება შეზღუდონ.
„როდესაც ჩემი პირველი ორსულობის შესახებ გავიგე, ბავშვის დატოვება მინდოდა, მაგრამ მშობლებმა ოჯახის დაგეგმვის ცენტრში წამიყვანეს. გამიმართლა და ორსულობის შეწყვეტის პროცედურა სრულიად ლეგალურად გავიარე. მიმაჩნია, რომ აბორტის ერთზე მეტჯერ გაკეთება უპასუხისმგებლობაა.
ეს გადაწყვეტილება საკმაოდ რთულად მისაღებია, მაგრამ არავის აქვს უფლება თქვენს მაგივრად გადაწყვიტოს, რა უნდა გააკეთოთ!“, - განაცახდა ჰენდლერმა.