29 ივნისს, "ლუტეციას" მაღაზიათა ქსელი, სპეციალურად პარფიუმერიის, კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებების მოყვარულთათვის თბილისის ყველა ფილიალში, დილიდან ღამის 12:00 საათამდე SHOPPING NIGHT-ს ანუ შოპინგის ღამეს მოაწყობს!
„შოპინგის ღამე“ ზამთარში პირველი პრეცედენტი იყო, რომელიც "ლუტეციამ" დაამკვიდრა პარფიურულ სფეროში. ამ შეთავაზებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ძალიან ბევრი სამადლობელო წერილი მივიღეთ. ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი მომხმარებლის თხოვნები და გადავწყვიტეთ ისევ შეგვეთავაზებინა მსგავსი აქცია.
29 ივნისს "ლუტეციას" ქსელში მომხმარებელს განსაკუთრებული, 20-დან 50%-მდე ფასდაკლება დახვდება სხვადასხვა ბრენდებზე.
"ლუტეციას" მიზანია მომხმარებელი მომზადებული შეხვდეს ზაფხულს, შეიძინოს სუნამოები, მოვლის თუ კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც შეიძლება დაჭირდეს ამ პერიოდისთვის.
შეგახსენებთ რომ „შოპინგის ღამე“ მხოლოდ ერთი დღე, მხოლოდ 29 ივნისს „ლუტეციას“ თბილისის ყველა ფილიალში იმოქმედებს.