გუშინ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ, რომელის გამარჯვებულიც სტასი გახდა, ნანუკამ სოციალურ ქსელში ღია წერილი გამოაქვეყნა.
„ველოდებოდი პროექტის დამთავრებას. არ მინდოდა ხელის შემშლელი ყოფილიყო, რომელიმე ინფორმაცია, რამე დეტალი, თან მშობელს ჯერ კიდევ ქონდა იმედი და ჩვენც ვუწევდით ანგარიშს ამ ფაქტს.
სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს, (პატარა ბავშვისთვის ოპერაციის თანხა გროდებოდა) ორგანიზატორებს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ ოჯახისთვის. ბავშვის დედას შევთავაზეთ საჯაროდ ამ ამბის გაცხადება და გვითხრა, მერე საერთოდ აღარ მომცემენ თანხასო. იმიტომ, რომ ეს ამბავი ასე გრძელდება, მოტყუებულად გადავწყვიტე მე მეთქვა საჯაროდ.
წარმოადგინონ ორგანიზატორებმა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ ბავშვს გადაურიცხეს ის თანხა, რომელიც მას ეკუთვნოდა. სპექტაკლებიდან და სხვა ღონისძიებებიდან შემოსულ თანხებს ვგულისხმობ, თორემ გახსნილ ანგარიშზე რაც ირიცხება, ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა.
ჩვენ პროექტის თანამონაწილეები ვიყავით. ფინანსურადაც ყველაფრის საქმის კურსში ვართ. რამდენი უნდა ჩარიცხულიყო ბავშვთან. იმედი გვაქვს, ამბის გასაჯაროების შემდეგ ორგანიზატორები ფულს ჩაურიცხავენ ბავშვს. თუ არა, იმედი გვაქვს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ვინ და რატომ ითაღლითა“, - წერს ტელეწამყვანი Facebook-ზე.