„მერე რა, რომ 35 წლის შემდეგ ყოველი ახალი წელი, ახალ ნაოჭს ნიშნავს. მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ჩემი ბობოქარი და საინტერესო ცხოვრება. მიყვარს ყველა ისტორია, რომელიც მაქვს, თავისი შეცდომებით და წარმატებებით. ადამიანებით, რომლებიც იყვნენ და არიან. ყველაფრიანად მიყვარს ეს 37 წელი იმიტომ, რომ ჩემია და მადლობელი ვარ ყველაფრის, რაც მქონდა და მაქვს. 37 წლის გავხდი დღეს და ერთით მეტი ნაოჭის დედაც, ჯეკ!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.