მომღერალი ქრისტინე იმედაძე, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება, რომელიც ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე შესრულებულ სახელმწიფო ჰიმნს მოყვა.
„უკულტურობა და არაადამიანობაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ! ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც მომღერალმა შეიძლება ვერ შეასრულოს ნაწარმოები ისე, როგორც მას შეეფერება და თქვენ მუდამ ჩასაფრებულები ხართ და მზად მიწასთან გასასწორებლად!!! მაინც, გადახედეთ სხვა ვიდეოებსაც - ის ერთი რომ დაგიჩემებიათ... ყველა ყველაზე ჭკვიანია ჩვენთან, ყველა ყველაზე მაგარია, ყველა ყველას ჭკუას არიგებს, ყველა ყველაზე ყველაზეა“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში და ირმა ბერძენიშვილის ვიდეოს აზიარებს.