პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი სოციალურ ქსელში დღემდე განხილვის მთავარი თემაა. დათო ოქიტაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის მსახიობ სტანისლავ ბონდარენკოს სამომავლო გეგმებზე საუბრობდა, ბევრმა არასწორად გაიგო, რისთვისაც ოქიტაშვილს კვლავ მოუწია განცხადების გაკეთება და საკუთარი სიტყვების განმარტვა:
დავით ოქიტაშვილის განცხადება
"მეგობრებო, მინდა ჩემს მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო!
ორაზროვნად იქნა გაგებული ჩემი კომენტარი, სტანისლავ ბონდარენკოს გეგმებთან დაკავშირებით. სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია და სათაურად დაწერეს ის, რაც უკვე არ განხორციელდება. მე ამაზე ტექსტში გასაგებად ვამბობდი, თუმცა, ბევრი მხოლოდ სათაურს კითხულობს და აქედან გამომდინარე ატყდა ეს გაუგებრობა!
მინდა ისევ განვმარტო, მე გუშინ დავწერე, იმის შესახებ თუ რას აპირებდა სტანისლავ ბონდარენკო მის და „ცეკვავენ ვარსკვლალვების“ ფინალისტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟამდე. ისევ ვიმეორებ, სტანისლავი საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვიდა და მისთვის უჩვეულო არ იქნებოდა ეს ნაბიჯიც. თუმცა, მის მიმართ აბსოლუტურად დაუმსახურებელი დამოკიდებულების შემდეგ, მისი პოზიცია ახლა ასეთია: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ნამდვილი გამარჯვებული! ჩვენ კი დავამატებთ: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და არა - ერთეულებმა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში, თვითონ არ გააკეთებდნენ არაფერს.
ახლა პროექტის ფინალში ორი უნიჭიერესი მსახიობია და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ სტანისლავსაც და ანდრიასაც.
ჩვენის მხრივ, საქართველოს კულტურის პალატა, გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც დღემდე აკეთებდა ქართული კულტურის მოღვაწეებისთვის! ამჯერად კი, ჯანო იზორიასთვის გააკეთებს საქმით იმას, რაზეც სხვები მხოლოდ სტატუსებად საუბრობენ!"