რამდენიმე კვირის წინ, მომღერალ ანი ღონღაძის მეუღლე, გორის “დილას” ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამ დრომდე, გიორგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფო დახმარება ესაჭიროება.
„ეს ორი ადამიანი ორ კვირაზე მეტია უბედურმა შემთხვევამ დააშორა ერთმანეთს. ჩვენ შეგვიძლია ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი დავუბრუნოთ ოჯახს და საზოგადოებას. პირველი ეტაპი, რომელიც ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, გადაილახა. გემატომები დაპატარავებულია და არის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფლექსები, რაც იძლევა იმედს, რომ მალე ჩიორა შეძლებს კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლას (კვლავ იმყოფება ხელოვნურ კომაში). წინ არის უმნიშვნელოვანესი რეაბილიტაციის პერიოდი, რომელსაც სავარაუდოდ ჯერ საქართველოში და შემდგომ საზღვარგარეთ გაივლის (გერმანია), რაც სოლიდურ თანხასთანაა დაკავშირებული“, - წერს ჟურნალისტი სესილი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.
ჩიორას სახელზე საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში - ნომრით:
GE 45 BG 0000000647804800 - მიმღები გიორგი თექთურმანიძე
პ/ნ 01005006965
დაბადების თარიღი 21.07.1960