25 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის კონცერტი გაიმართება.
როგორც ცნობილია, მომღერლის საქართველოში ვიზიტი ქველმოქმედებას უკავშირდება. კონცერტი საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდისა და თამარ გვერდწითლის საერთაშორისო ფონდის „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ ეგიდით იმართება.
კონცერტზე გაჟღერდება თამარ გვერდწითელის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ძველი და ახალი სიმღერები. საღამოს რეჟისორია ზაზა ორაშვილი. პროდიუსერი რეზი ახრახაძე. კონცერტი გამოხმაურებაა საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მე-II-ის ინიციატივის დაარსდეს თავშესაფარი და გაეწიოთ დახმარება მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებს, რომლებიც ხდებიან სრულწლოვანები და მათზე აღარანაირი პროგრამა აღარ ვრცელდება, არც სახელმწიფო და არც საერთაშორისო ორგანიზაციების. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ მოზარდებს მივცეთ საზოგადოებაში ღირსეულად ინტეგრირების საშუალება და არ დავტოვოთ მარტო ღია ცისქვეშ. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება პატრიარქის ამ წამოწყებას.