National Geographic-მა instagram-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში, გომბორზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც უმოკლეს დროში დიდი მოწონება დაიმსახურა.
„პატარა ბიჭი შემხვდა, მან თეთრი ცხენის შესახებ მიამბო, რომელიც საქართველოში, გომბორშია. მითხრა, რომ მის მოსაძებნად ყველაზე მაღალ მთაზე უნდა ავსულიყავით. მდინარე ერთად გადავიარეთ, მოგვიწია ტალახის გავლაც, შემდეგ კი, საოცარ ადგილას აღმოჩნდით. სამყარო თითქოს ჩვენგან მოშორებით იყო. მეგონა, რომ ზღაპარი გაცოცხლდა“, - წერს ფოტოს ავტორი, ფოტოგრაფი დიანა მარკოსიანი.