მომღერალ ლაშა ღლონტის ქალიშვილის, ანა ღლონტის ქორწილი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის განხილვის მთავარ თემად იქცა.
ანა ღლონტისა და თორნიკე მაისურაძის ქორწილის ფოტოები Facebook-ზე აქტიურად ზიარდება. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს. განსაკუთრებული მოწონებას კი, ანას საქორწინო კაბა იმსახურებს. როგორც ცნობილია, ლაშას ქალიშვილს ქორწილში საკმაოდ ძვირად ღირებული კაბა ემოსა.
წყვილმა მილოცვა ტელეწამყვან ეკა ხოფერისგანაც მიიღო: “ანი და თორნიკე, გილოცავთ, მიყვარხართ! ერთმანეთი ჩემს გადაცემაში გაიცნეს სწორედ სიმღერის დროს და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ მათი ქორწილით და სიყვარულით“, - წერს ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.
Facebook-ზე წერილი მომღერალმა ლაშა ღლონტმაც გამოაქვეყნა.