Black Sea Arena 9.000-მდე ადამიანს იტევს და განკუთვნილია არა მხოლოდ საკონცერტო, არამედ სპორტული და სხვა სახის აქტივობებისთვისაც. შენობა აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფლებს და მზად არის უმასპინძლოს სხვადასხვა საერთაშორიო კონკურსებს.
Black Sea Arena-მ მშენებლობისთვის 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საკონცერტო სივრცე სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც.
ჯერჯერობით უცნობია, რა ღონისძიება გაიმართება პირველად Black Sea Arena-ზე, მაგრამ როგორც დარბაზის ოფიციალური Facebook-დან ირკვევა, უახლოეს მომავალში ბევრ საინტერესო პროექტს უნდა ველოდოთ.