უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო გუშინ, 12 ივნისს, ღამით ავარიაში მოყვა. მსახიობი, რომელიც ამჟამად საქათველოში პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამო იმყოფება, მონაწილეობას ზუგდიდში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში იღებდა.
მსახიობი კონცერტიდან უკან, თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც მცირე ავარია მოხდა და უმნიშვნელოდ დაშავდა. მსახიობი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და პროექტში მონაწილეობას კვლავ გააგრძელებს.