მსახიობი ლევან ხურცია და იურისტი მარიამ კუბლაშვილი ბიჭის მშობლები გახდნენ. ლევანისთვის ეს პირველი შვილია, მარიამისთვის კი, მეორე. მას პირველი ქორწინებიდან გიორგი ნადარაია ჰყავს.
მარიამმა "ჩაჩავას კლინიკაში" იმშობიარა და ბიჭს ალესანდრე დაარქვეს. ლევანმა ტრადიცია არ დაარღვია და ბავშვი პირველმა მან ჩაიხუტა, რასაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო, სამადლობელი ტექსტი და უამრავი მოლოცვა მოყვა.
"პირველ რიგში, დიდი მადლობა უფალს ამ საჩუქრისთვის. დიდი მადლობა ჩემ მეორე ნახევარს ამ ბედნიერებისთვის და სიყვარულისთვის. დიდი მადლობა თქვენ ყველას ჩემო მეგობრებო, ძმებო და ძვირფასო ადამიანებო. კეთილი იყოს ალექსანდრე ხურციას მობრძანება", - წერს ლევანი სოაციალურ ქსელში.
მისალოცი წერილებით გაივსო მარიამ კუბლაშვილის Facebook-იც. "Levan Fridonich Khurtsia ეს სიყვარულია, ეს ბედნიერებაა, ეს სიცოცხლეა. ჩემს ოჯახში უკვე სამი მამაკაცია და მე მქვია ორი ბიჭის დედა! მადლობა უფალს!!! მადლობა თქვენ, მეგობრებო! ამდენი მოლოცვა და ამდენი კეთილისმსურველი საოცრებაა, მაპატიეთ, ყველას ვერ გპასუხობთ, ფიზიკურად სუსტად ვარ, მაგრამ ვხედავ და ვიღებ თითოეული თქვენგანის დამოკიდებულებას. მიიღეთ პასუხად ჩემი მადლიერება" - წერს მარიამი.